“კადისის” პრეზიდენტი: “საქართველოში საქმეები სხვაგვარად კეთდება”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანური “კადისი” თბილისის “დინამოს” ლიდერის, ლევან შენგელიას დამატებას ცდილობს. შენგელიას ესპანეთში გადასვლაზე საუბარი 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს და “კადისის” პრეზიდენტმა, მანუელ ვისკაინომ მასზე ესპანურ რადიოსთან ისაუბრა.
“საქართველოში საქმეები განსხვავებულად კეთდება და ჩვენ ველოდებით თუ როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა ამჟამინდელ კლუბთან”, – განაცხადა ვისკაინომ, რომელიც “კადისში” სხვა რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებასაც ფიქრობს.
ლევანი “დინამოს” უპირობო ლიდერია, თუმცა როტერდამის “ფეიენოორდთან” 0-4 წაგებულ მატჩში შესვენების შემდეგ შეცვალეს და ევროპა ლიგაზე “დინამოს” პრაქტიკულად მინიმალური შანსი დარჩა. მართალია, გუნდი ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ ფეხბურთელს 31 აგვისტოს უმთავრდება კონტრაქტი და მისი გახანგრძლივება განსაკუთრებულად რთული იქნება.
“კადისი” სეგუნდა დივიზიონში გასულ წელს 64 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის ზონამდე 4 ქულა დააკლდა.