კაგავა დორტმუნდში დაბრუნდა
იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი შინჯი კაგავა “მანჩსტერ იუნაიტედიდან” დორტმუნდის “ბორუსიაში” დაბრუნდა. გერმანული პრესის ცნობით, ტრასნფერი საბოლოოდ დღეს გადაწყდა. დორტმუნდელებმა ყოფილ მოთამაშეში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს და იაპონელს კონტრაქტი 2018 წლამდე გაუფორმეს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერში” კაგავა 2012 წელს 17 მილიონ გირვანქად გადავიდა. თუმცა, ინგლისური კლუბის ძირითადში ფეხბურთელმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა. საერთო ჯამში 25 წლის კაგავამ “იუნაიტედის” შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა.