კანი: “ბოლო დროს რონალდუს პრესს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემი მეუღლის მკერდს”

თარიღი: აპრილი 11, 2016

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კიპერმა ოლივერ კანმა მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს კბილი გაჰკრა. უფრო კონკრეტულად კი, გერმანელმა “ელ კლასიკოს” შემდეგ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელთა მიერ გადაღებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი გააკეთა.

“ბოლო დროს რონალდუს მუცლის პრესის კუბებს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე – ჩემი მეუღლის მკერდს”, – ციტირებს კანის სიტყვებს “ასი”.

გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ვოლფსბურგსა” და “რეალს” შორის გამართული პირველი შეხვედრის (2:0) შესახებაც ისაუბრა.

“რეალი” თითქოს შეურაცხყოფილი ჩანდა იმის გამო, რომ ვოლფსბურგში უწევდა თამაში. არც რონალდუ და არც ბეილი უკან არ იხევდნენ და დაცვას არ ეხმარებოდნენ. ამან “ვოლფსბურგის” გარემარბებს მოქმედების ფართო არეალი მისცა”, – აღნიშნა კანმა.

 

მსგავსი სიახლეები