კაილ უოკერის მოგერიებული საჯარიმო დარტყმა “ატალანტასთან” მატჩში (ვიდეო)
7 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ატალანტამ” “სან სიროზე” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ტრავმის გამო მეკარე ედერსონი შეცვალა, მის ნაცვლად კი თამაშში კლაუდიო ბრავო ჩართო. 81-ე წუთზე ბრავომ მასთან ერთი-ერთზე გასული ილიჩიჩი წააქცია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მანჩესტერული გუნდი მეკარის გარეშე დარჩა. “სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მოედანზე კაილ უოკერი შეიყვანა, რომელმაც მეკარის ფუნქციები შეითავასა. ამპლუით მარჯვენა მცველმა 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმაც მოიგერია.
Kyle Walker is the only player with 100% saves ratio this season 😂😂 pic.twitter.com/JG1oGXNgrO
— seyi (@xOluwaseyi) November 6, 2019
kyle walker getting into character 😭 pic.twitter.com/l7gyQgO787
— gap toof hadji (@emssoul) November 6, 2019