კაკა: “მესი გენიოსია, რონალდუ – თანამედროვე ფეხბურთის სახე”
“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.
“მესი გენიოსია. რონალდუ თანამედროვე ფეხბურთელის სახეა. პორტუგალიელი ძალზედ ძლიერია, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, შესანიშნავია მეორე სართულზეც. იგი თანამედროვე ფეხბურთს განასახიერებს. ორივე მათგანი ამ თაობის სიმბოლოს წარმოადგენს. ორივე გამორჩეული მოთამაშეა”, – ციტირებს კაკას სიტყვებს “მარკა”.