კაკა: “ორლანდოსთან” კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებ”
რიკაროდ კაკას “ორლანდო სიტისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ბრაზილიელის თქმით, იგი MLS-ის ბინადარ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს: “როგორც იცით, ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს სრულდება. საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ ის აღარ გავანხანგრძლივო და კლუბი დავტოვო,” – აცხადებს კაკა.
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მყოფმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეიტაო და სილვამ რიკარდოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის “ორლანდოს” კარი მუდამ ღიაა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2014 წელს გადავიდა ამერიკულ კლუბში და 77 მატჩში 25 გოლი გაიტანა.