კაკა: “რეალში” გადასვლით მთლიანად გავნადგურდი”
ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაკამ განაცხადა, რომ ის “მილანიდან” “რეალში” გადასვლის შემდეგ მთლიანად განადგურა.
ბრაზილიური UOL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კაკამ ჟოზე მოურინიოც გაიხსენა და თქვა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან მუშაობა მისთვის რთული იყო.
“2009 წელს “რეალის” წინადადებას დავთანხმდი. ამ ტრანსფერით მთლიანად გავნადგურდი, რადგან ახალ გუნდში იმავეს ვერ ვაკეთებდი, რაც “მილანში” გამომდიოდა. შეიძლება, ითქვას, დავიკარგე. იტალიაში ყველას ვუყვარდი, ესპანეთში კი სურდათ, რომ იქაურობა დამეტოვებინა.
ამას ემატებოდა ისიც, რომ ჩემთვის ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა რთული იყო. არ მქონია იმის შანსი, რომ ჩემი შესაძლებლობები მისთვის მეჩვენებინა. ბევრს ვვარჯიშობდი, ვიბრძოდი და ვლოცულობდი, მაგრამ მწვრთნელს ჩემი არ სჯეროდა, ამიტომ მასთან მუშაობა აღარ შემეძლო. ამის შემდეგ “რეალი” დავტოვე და “მილანში” დავბრუნდი, რითაც ძალიან გახარებული ვიყავი”, – ციტირებს კაკას სიტყვებს Football-Italia.