კაკაბაძე-კვეკვესკირი: “ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით”
ხვალ 23:45 წუთზე საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ოთარ კაკაბაძემ და ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთეს.
ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული. დაახლოებით ისეთი დონის გუნდები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს დაგვანახებს”.
ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.
მნიშვნელოვანი, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი”.
თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.