კაკამ “ორლანდოს” რიგებში ჩატარებული ბოლო მატჩის წინ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდომ კაკამ ამერიკული გუნდის რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. “კოლამბუსის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:1) დაწყებამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა.
კაკამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წლის ბოლოს “ორლანდოს” დატოვებს, მაგრამ პროფესიული კარიერის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავის მხრივ, “სან პაულუს” პრეზიდენტმა აუგუსტო ბაროსმა ფეხბურთელის დაბრუნების სურვილი გამოთქვა. სწორედ “სან პაულუს” რიგებში დაიწყო კაკამ 2001 წელს პროფესიული კარიერა. კაკა ბრაზილიურ გუნდში 2014 წელს განათხოვრების წესითაც თამაშობდა.
Kaka moved to tears in Final Orlando City Game?
The Brazilian #legend played his last game for the MLS side.
#brazil #mls #sportsfocusgroup pic.twitter.com/oQno6HblvA— sportsfocusgroup (@sportfocusgroup) 16 October 2017