კახა ჩხეტიანი: “აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ყაზახურ “ორდაბასის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სამწუხაროდ, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ამ მატჩამდე კლუბი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა და აქ ახალი გუნდით ჩამოვედით. ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეულები არ ვართ, მაგრამ ეს ხელის შემშლელი პირობა არ უნდა იყოს. ყველა შეხვედრას ყოველთვის მაქსიმალურად მომზადებულნი ვხვდებით. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. მეტოქის არაერთი თამაში ვნახეთ და კარგად შევისწავლეთ. “ორდაბასი” ძალიან კარგი გუნდია, მას კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ვიცნობთ ზიგი ბადიბანგას… მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ორდაბასისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.