კახა ჩხეტიანი “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ: “ერთადერთი რამ მაძლევს იმედს”
18 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზახურ “ორდაბასს” შორის. შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა (0-2), რის შემდეგაც ქუთაისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა, პრესკონფერენცია გამართა.
“პირველ რიგში, მინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა მიულოცო “ორდაბასს”. ერთადერთი რაც იმედს მაძლევს არის იმის ცოდნა, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი და მჯერა, რომ მომავალში წარმატებებს მივაღწევთ.
შევინარჩუნებთ თუ არა არსებულ გუნდს? ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მომდევნო დღეებში ჩვენ რთული მოლაპარაკებები გველის, სადაც უნდა გადაწყდეს, თუ როგორი შემადგენლობა გვეყოლება.
მომდევნო სამი დღის მანძილზე გუნდი დაისვენებს და სწორედ ამ პერიოდში უნდა გავიგოთ თითოეული ფეხბურთელის პასუხი – ვინ რჩება და ვინ მიდის. ამ პროცესის გაჭიანურება მეტად აღარ შეიძლება,” – ვციტირებთ კახა ჩხეტიანის სიტყვებს.