კახა ჩხეტიანი: “გუნდი უფრო შეთამაშებულია”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთასის “ტორპედომ” ფარერის კუნძულების წარმომადგენელი, “ვიკნგური” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს იმერელთა მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ესაუბრა.
“პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა 3:0-ს იგებ. თუმცა, კიდევ გვქონდა ოთხი-ხუთი მომენტი. გარდა ამისა, მეტოქეც წამოვიდა კონტრშეტევაზე რამდენჯერმე. მათ რომ გაეტანათ 1-0-ზე, ან 2-0-ზე, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა თამაში. თუმცა, რთულია ამ ყველაფრის აღმოფხვრა. როცა მთელი მატჩის განმავლობაში გუნდი უკანაა ჩამჯდარი, ოდესღაც რაღაც მომენტს შექმნის. მთლიანობაში, კარი შეხვედრა იყო. შეთამაშების მომენტიც იგრძნობა. ჯერ ზოგი ფეხბურთელისთვის, მესამე ან მეოთხე თამაშია. თუმცა, დრო არის, რაც მთავარია. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძლეს. 3:0 კარგი ანგარიშია. თუმცა, წყნარად ყოფნის უფლება არ გვაქვს. ორში განმეორებითი მატჩია და ვეცდებით, გამარჯვება მოვიპოვოთ,” – ამბობს ჩხეტიანი.