კახა ჩხეტიანი: “რომან ფიფიამ მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა დაგვისახა”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ალბანურ “ტირანასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“კლუბში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მსურს საუბარი. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით და ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. უფლის იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭებისა და ჩვენი გულშემატკივრების, რომლებიც სამწუხაროდ ვერ დაესწრებიან, მაგრამ ჩვენ მათ ხმას მაინც გავიგონებთ”
“განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს ერთმატჩიანი არის თუ ორ მატჩიანი, პასუხისმგელობას არაფერი ცვლის. სახლში თამაში ჩვენი პრივილეგიაა. ყველა წუთი, ყველა წამი კონცეტრირებულები ვიქნებით, რომ თამაში გამარჯვებამდე მივიყვანოთ”
“ტირანას” ჰყავს ბრაზილიელი, არგენტინელი ფეხბურთელები, გამორჩეული შემტევი ხაზი. განვიხილეთ მათი გუნდური მინუსები და პლიუსები. დაგეგმილი კარგად გვაქვს და ვნახოთ”
“ღმერთმა ქნას, 5-2 მორჩეს. “ტირანა ოდნავ უკეთესი გუნდია იმ “კუკეშზე”.
“რომან ფიფიამ მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა და შესაბამის პრემიებსაც დაგვპირდა. დღეს ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება ეს გამარჯვება და ჩვენ ამის საშუალება ფეხბურთელობის პროფესიით გვეძლევა. ჩემ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ვიცი მათი პატრიოტიზმი, როგორ უყვართ ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიღებენ გასამარჯვებლად”