კახა ჩხეტიანი: “თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “ლუდოგორეცთან” წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. თამაში ჩვენი შეტევებით დაიწყო, პირველი ნახევრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი, მათ ბოლომდე იბრძოლეს. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ბულგარეთში გაირკვევა. ეს წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა. პირიქით, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენსკენ იქნება. ათმა ადამიანმა მითხრა, რომ არ არის “ლუდოგორეცი” ის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეგვიძლია – მე ვიტყოდი, რომ ჩემმა ბიჭებმა ითამაშეს კარგად და ასე ამიტომ გამოჩნდა. ბულგარეთში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ფაქტობრივად, ორი კვირაც არ გვქონდა მოსამზადებელი პერიოდისათვის. ყველა თამაშისათვის სამი-ოთხი ვარჯიში გვიწევს, ამანაც განაპირობა ის, რომ ტემპის მომატება ვერ შევძელით. ეს ჩვენი ფეხბურთელების ბრალი ნამდვილად არ არის. უფლის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ქუთაისიდან ჩამოვიდა და ყველა ადგილობრივს, ვინც ჩვენს საქომაგოდ მოვიდა, მადლობა გადავუხადო.
ფლანგებზე უპირატესობები გვქონდა. ორივე ფლანგზე აქტიურები ვიყავით. მთლიანობაში, თამაშის ხარისხით და ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა ჩხეტიანმა.