კახა ჩხეტიანის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ საუბრობს რუსულად
ქუთაისის “ტორპედო” უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყაზახური “ორდაბასის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში 1:0 დამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა.
– პირველ რიგში, გთხოვთ, დღევანდელი შეხვედრა შეაფასოთ…
– დავმარცხდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საპასუხო მატჩამდე ერთი კვირაა და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ უკეთ მოსამზადებლად.
– ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილნი ხართ?
– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარცხი ცუდია, მაგრამ ანგარიში – მისაღები. “ორდაბასს” გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ვერ გაიტანეს და საპასუხო შეხვედრაში შანსი გვაქვს.
ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.
– გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?
– იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!