კახა ჩხეტიანის წინასამატჩო პრესკონფერენცია “შერიფთან” მატჩამდე
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკავლიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” ათ ივლისს საკუთარ მოედანზე მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება. იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ 7 ახალი ფეხბურთელი გვყავს. სავარაუდოდ, განელი ფორვარდიც დაგვემატება. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემის გამო მისი დროულად ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა 18 ივლისისთვის ის უკვე ჩვენთან იქნება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს (გურული, გრიგალაშვილი, მამასახლისი, სარდალიშვილი, მახარობლიძე, ლიპარტია, ბოხაშვილი, კუჭუხიძე). მათ გარეშე არ იქნებოდა ის წარმატება და ის გამარჯვებები, რომელიც გვქონდა.
შეთამაშების პრობლემაზე სასაუბროდ ახლა დრო არ არის. ყველა ფეხბურთელი ამ მატჩისთვის მზად არის და ხვალ ყველანაირად ვეცდებით გამარჯვებას.
ეჭვიც არ მეპარება, რომ გულშემატკივარი სტადიონს გაავსებს, რაც ძალიან დაგვეხმარება,” – ამბობს ჩხტიანი.
“ტორპედოს” ოფიციალური გვერდი