კახა ჩხეტიანმა თბილისის “დინამო” დატოვა

კახა ჩხეტიანმა “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალურად ადასტურებს.
“დინამოს” ვებ-გვერდზე ჩხეტიანის კომენტარი გამოქვეყნდა.
“გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
“დინამო” ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
ფოტო: დინამო თბილისი