კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს
პორტალმა Football Italia-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლის შემადგენლობაშიც “მილანის” ყოფილი მცველი კახა კალაძეც მოხვდა.
Football Italia-ს მიერ დაკომპლექტებული სიმბოლური გუნდის შემადგენლობა ასეთია:
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია — “უდინეზე”, “ინტერი”);
დაცვა: კახა კალაძე (საქართველო — “მილანი”, “ჯენოა”), კრისტიან კივუ (რუმინეთი — “რომა”, “ინტერი”), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი — “რომა”, “სამპდორია”, “ლაციო”, “ინტერი”);
ნახევარდაცვა: ზვონიმირ ბობანი (იუგოსლავია/ხორვატია — “მილანი”), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი — “ლაციო”, “ინტერი”), ვლადიმირ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი — “სამპდორია”, “იუვენტუსი”, “ლაციო”, “ინტერი”), პაველ ნედვედი (ჩეხეთი — “ლაციო”, “იუვენტუსი”), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/მონტენეგრო — “მილანი”), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი — “იუვენტუსი”, “რომა”);
თავდასხმა: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა — “მილანი”).
ასევე იხილეთ: როგორ ახასიათებს Football Italia კახა კალაძეს