კახა კალაძის კომენტარი გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებით
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში (87 კგ.) ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დათუნაშვილმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. სპორტის სასახლეში ჩხუბი დაიწყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს საგანს ურტყამს.
“ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც საღად აზროვნებს, როგორ უნდა იყოს ეს დადებითი და მისაღები? ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ სატელევიზიო ეთერით”, – განაცხადა კალაძემ.
უნდა დადგეს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა – ამ შეკითხვა კალაძე ასე პასუხობს: “კი. მე როგორც ვიცი, გამოძიებაც დაწყებულია ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა.”