კახა კაშია: “გიოტებორგში ხარაიშვილზე დიდი ინტერესია”
დღეს, შვედურმა “გიოტებორგმა” გიორგი ხარაიშვილი ოფიციალურად წარადგინა. “საბურთალოს” ყოფილ ფეხბურთელს სკანდინავიელებმა 22 ნომრიანი მაისურა გადასცეს. წარდგენისა და პრესკონფერენციის შემდეგ, “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, რომელიც შვედეთში გიორგისთან ერთად გაემგზავრა, შემდეგი განაცხადა:
“შვედეთში ჩასვლისთანავე მასპინძლებმა ჩვენს მიმართა სითბო და ძალიან დიდი ყურადღება გამოხატეს, აქაურები კარგად დაგვხვდნენ.
გიორგიმ დღეს წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. ამის შემდეგ, მოხდა მისი ოფიციალური წარდგენა, რომელსაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი და სხვა დაინტერესებული ადამიანი დაესწრო. “გიოტებერგში ხარაიშვილზე ძალიან დიდი ინტერესია. იმედი მაქვს, უკვე ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კარგად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და გაამართლებს იმედებს.
ხვალ, თასის გათამაშებაზე “გიოტებორგისა” და “ესტერის” შეხვედრას დავესწრებით, 25 თებერვალს კი გიორგი ახალ კლუბში პირველად ივარჯიშებს.
“საბურთალო” აგრძელებს აღებულ კურსს და გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას უხსნის ევროპაში. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთ წამყვან ევროპულ კლუბთან მოხდა ჩვენი საქმიანი თანამშრომლობა”, – თქვა “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.
FC Saburtalo-ს ფოტო.