კახა კაჭარავა: “დინამო” ახალგაზრდული გუნდია და მას როტაცია სჭირდება”
დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში პირველადგილოსანმა თბილისის “დინამომ” თანაქალაქელ და მის უახლოეს მდევარ “ლოკომოტივს” უმასპინძლა. მატჩი “დინამოელთა” გამარჯვებით, ანგარიშით, 3:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან “დინამოს” მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ისაუბრა.
“სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ურთულესი შეხვედრა იყო. “ლოკომოტივი” ძალიან მონდომებული და დისციპლინირებული გუნდია. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო დღეს მის წინააღმდეგ ასე თამაში. შედეგით კმაყოფილი ვარ.”
“დინამო” ახალგაზრდული გუნდია და მას როტაცია სჭირდება. წინა შეხვედრაზე სხვა შემადგენლობა იყო, ახლა სულ სხვა ფეხბურთელები გამოვიყვანე. ჩვენი გუნდი შენების პროცესშია. ბევრი ახალი მოთამაშე მოვა, ბევრიც ახალაგაზრდული ნაკრებიდან გადმოვა. ყველას მიეცემა შანსი.”
“ლობჟანიძეს ტრავმა ჰქონდა. თუმცა, ის ახლა მშვენივრად გრძნობს თავს. საბა დღეს გამოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა,” – განაცხადა კაჭარავამ.