კახა კაჭარავა: “მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ”
ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ბაჩანა არაბულის ერთადერთი გოლის წყალობით ფოთის კოლხეთი დაამარცხა.
მატჩის შემდეგ დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ პრესკონფერენცია გამართა.
“გილოცავთ ყველას ეროვნული ლიგის დაწყებას. ვეთანხმები გელას, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ.”
“მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. ჩვენი გუნდი მოგეხსენებათ 3 დღეა რაც დაბრუნდა. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ. იცით, რომ “დინამოში” გასული წლიდან ორი ფეხბურთელი დარჩა, დიდი ნამატი გვაქვს აკადემიის გუნდიდან და შესაბამისად მათ სჭირდებათ დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე არ ვიბრძოლებთ. იყო მომენტები სადაც ჩანდა, რომ მეტი კონცენტრაციაა საჭირო,” – განაცხადა კაჭარავამ.