კახა ცხადაძე: “ბათუმის “დინამომ” უარი გვითხრა”
“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს “ნეფთჩთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
“ნეფთჩი” საკმაოდ ძლიერი გუნდია, სერიოზული ფეხბურთელებით და მიზნებით. პროცენტულად შანსებზე ვერ ვისაუბრებ, შანსი ორივე კლუბს გვაქვს. 6 წლის წინ, როცა აზერბაიჯანში ვიყავი, 5-6 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის და სიძლიერე ნამდვილად არ დაკლებია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციები მქონდეს რომელიმეს შესახებ, რაც ხვალ, შესაძლოა, კოზირად გამომადგეს”
“დინამოში” 1 თვეა რაც მოვედი და 1 თვეში 6 მატჩი გაიმართა. პრაქტიკულად ვარჯიშები ვერ ჩავატარეთ, თამაშამდე მხოლოდ ერთხელ ვასწრებდით ვარჯიშებს და რადგან ახალმოსულნი ვიყავით, ეროვნული ლიგის სხვა მონაწილეებს ვთხოვეთ გარკვეული შეხვედრები გადაგვედო. ფედერაცია თანახმა იყო, “ტორპედოც”, “დილაც”, მაგრამ ბათუმის “დინამომ” უარი განაცხადა.”
“მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ხვალ ჩვენი სასიკეთო შედეგი დაიდოს. ვიცი, რომ ბევრს არ მოვწონვართ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
მატჩი ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.