კახა ცხადაძე ჩაკვეტაძეზე: “რამდენი გვინახავს დიდი ტალანტით დაჯილდოებული, თუმცა…”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გადაცემა “სპორტის სააათში” გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
“დღეს ყველაზე დიდი პოზიტივი ჩაკვეტაძეა. მე მაგალითად, ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს ეტაპები, მასაც გასავლელი აქვს. ისეთ გრანდებში თამაშისთვის, როგორებიც “ბაიერნი” და “ბარსელონაა”, მან რაღაც ეტაპები უნდა განვლოს. რამდენი გვინახავს, ტალანტით დაჯილდოებული, მისულა დიდ გუნდში და პრაქტიკა არ ჰქონდა. როგორც ვიცი, კლუბები დაინტერესებულნი არიან ჩაკვეტაძის მიმართ ფინანსური მხარით და რამდენად ძვირად გაყიდიან მას. მე ვთვლი, ისეთი გუნდი უნდა შეირჩეს, სადაც ის გაიზრდება, ბოლო ერთ ეტაპს გაივლის და მეტი სათამაშო დრო ექნება. გიორგი საქართველოს მომავალია”, – განაცხადა ცხადაძემ.