კახა ცხადაძე: “ხვიჩას არ ეშინია – ეს ყველაზე მთავარია!”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
52 წლის სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ რომელ ქვეყანაში უნდა გააგრძელოს კარიერა ახალგაზრდა გარემარბმა.
“ხვიჩას არ ვიცნობ ისე კარგად, მაგრამ როგორც მითხრეს, მისთვის ეს ზედმეტი ყურადღება არ არის პრობლემა. მაგარი კაცია, არც ეშინია. რისკიანი რომ არ იყოს, იმ სტილს, რომელსაც თამაშობს, ვერ ითამაშებს. სლუცკისთან, როცა პირით სახისკენ არის, აბსოლუტური თავისუფლება აქვს. რა თქმა უნდა, როცა კარისკენ ზურგითაა, სხვა მოთხოვნებია. ტექნიკურ მხარესთან ერთად, გამოსარჩევია ფსიქოლოგიური მხარე – მას არ ეშინია. ეს ყველაზე მთავარია.
ნაკრებში ახლა რომ ასვენებენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა იმდენი რაღაც ხდება, მის თავში ბევრი რამ ტრიალებს. არ არის მზად სამუშაოდ. ყველაზე მთავარია, დროზე გადაწყდეს – ან რჩება ან მიდის. ამის შემდეგ გათავისუფლდება და მიხედავს სამუშაოს.
რომელ ჩემპიონატში ვიხილავდი სტილიდან გამომდინარე? ესპანეთი კარგია. ინგლისშიც ითამაშებს… ერთადერთი, ძალიან არ უნდა ეუხეშონ, ამისი არც ეშინია. გერმანიაში ძნელია. ესპანეთი, ინგლისი იტალია – უპრობლემოდ ითამაშებს”, – განაცხადა ცხადაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.