კახა ცხადაძე: “ნეფთჩის” სისუსტეების გამოყენებას ვეცდებით”

თარიღი: ივლისი 13, 2021

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს “ნეფთჩისთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.

“დიდი ხანია, ბაქოში არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში დიდხანს ვიმუშავე. ბაქო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია. “ნეფთჩისთან” გამართული პირველი მატჩი საინტერესო და რთული გამოვიდა. ხვალაც ასე იქნება. მატჩის ხილვით სიამოვნებას მიიღებთ. ხვალ უფრო რთული იქნება, ვინაიდან გუნდებმა ერთმანეთის სუსტი მხარეები ნახეს და ახლა მათ გამოყენებას ეცდებიან.

პირველი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, არ ვიტყოდი, რომ “ნეფთჩი” ჩვენზე ძლიერი იყო. ჩვენ კარში რვაჯერ დავარტყით და აქედან შვიდი მოიგერიეს. ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც გახდა კიდეც მარცხის მიზეზი, მაგრამ ხვალ ეს აღარ განმეორდება. უფრო რთული მატჩი იქნება, რადგან მეტოქის სუსტი მხარეები დავინახეთ.

არ ვამბობ, რომ “ნეფთჩი” სუსტია. ეს მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა შინ არა “ნეფთჩის” სიძლიერის, არამედ ჩვენი უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგივე აღარ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბაქსელ არენა” დიდად ტევადი არ არის, სტადიონი ფეხბურთისთვის ძალიან მოსახერხებელია. ბევრ არენაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სტადიონი იშვიათად მინახავს. გარდა ამისა, არენის გარშემო საცხოვრებელი სახლები არის, რაც აზერბაიჯანული გუნდისთვის დამარტებითი პლუსია, ვინაიდან ფეხბურთელები უფრო მეტად გრძნობენ თავს საკუთარ კედლებში.

ჩვენც ვნახეთ “ნეფთჩის” შეცდომები და “ნეფთჩიმაც” ნახა – ჩვენი. ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, რადგან ორივე გუნდი მათ გამოყენებას ეცდება”, – ციტირებს ცხადაძის კომენტარს “აზერისპორტი”.

შეგახსენებთ, რომ “დინამოსა” და “ნეფთჩის” შორის “დინამო არენაზე” გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა. საპასუხო მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სამგურალმა” რაფიქ ამინუ დაიმატა

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ,,საბურთალოდან” 21 წლის განელი ფორვარდი რაფიქ ამინუ დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის წელიწადნახევრიანი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკა ძალამიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

29 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს. ძალამიძე “შუქურაში” 2021 წლის ბოლომდე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” ვამარა სანოგომ დატოვა

“დინამო ბათუმსა” და ფრანგ ფორვარდ ვამარა სანოგოს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. სანოგომ გუნდში დამკვიდრება [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი “დინამო ბათუმს”: “ძალიან ბედნიერი ვარ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “დინამო ბათუმს” “ბატესთან” 4-1 გამარჯვება მიულოცა. “ძალიან ბედნიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქართულმა ოცნებამ” გიორგი ნემსაძე ცაგერის მერობის კანდიდატად დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ” ცაგერში მერობის კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “დინამო თბილისის” ყოფილი მწვრთნელი, გიორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ უნდა სამივე დააყენოს” – კახა კალაძე ძმებ არველაძეებზე (ფოტო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიტალი ჟუკოვსკი: “ფეხბურთში ასეთი შერცხვენილი არასოდეს ვყოფილვარ”

ბორისოვის ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” განცდილი მარცხის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

უგუნდოდ დარჩენილი გრიგალავა მოსკოვის “ტორპედოში” ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ტულის “არსენალი” დატოვა და ფორმის შესანარჩუნებლად მოსკოვის “ტორპედოში” ვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის სახელობის თასის გამარჯვებულია

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის სახელობის თასის პირველი გამარჯვებულია. “საბურთალომ” აზერბაიჯანული “საბაჰი” პენალტების ს...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელი გრანდებში გაუშვეს ხვიჩა კვარაცხელია? – ბაიერნი, მილანი…

საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა მედია საშუალებას ყოველდღე ახალ გუნდში გადაჰყავს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატება “ტოტენჰემსაც” სურს

“სკაი იტალია” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი ლონდონის ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ცნობილი სპორტსმენი მერობისთვის იბრძოლებს – ვინ იქნება შემდეგი?

ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება და მოქალაქეებს ახალი მერების არჩევა შეეძლებათ. ჯერჯერობით უმეტესი კანდიდატები დასახელებულნ...
წაკითხვა