კახა ცხადაძე: “ფაქტია, რომ ხვიჩამ ბათუმის “დინამოში” არ უნდა ითამაშოს”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“მისი მთავარი ამოცანა სივრცების მოძებნა იყო და ხიფათის შექმნა. იმდენად განათლებულია, იმდენად დიდი ტალანტია, რომ ყველაფერი შეუძლია. თან, აბსოლუტურად გათავისუფლებული იყო დაცვითი მოვალეობებიდან.”
გადაცემის წამყვანმა დიმა ობოლაძემ აღნიშნა: “კვარაცხელიას მდგომარეობა არ არის მარტივი, ფსიქოლოგიურად გათავისუფლდა. იქ უფრო მეტს ლანძღავდნენ თუ აქ, ვერ გეტყვი. ჩვენ, საერთოდ, მოთმინების უნარი არ გვაქვს. ახლა დაწყნარდება, სახლშია, მხარდაჭერას იგრძნობს”.
ცხადაძე: “ლანძღვა ეს საბჭოთა მენტალიტეტია, ბათუმში თამაშისას ერთი კაცი 90 წუთი თავთან მეჯდა და მლანძღავდა. “სიტი” გავარდა და 22 ათასი კაცი მღეროდა. ეს მენტალიტეტია. ფაქტი ერთია – ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის “დინამოში” დღეს არ უნდა ითამაშოს, ეგ გამოსასწორებელია სასწრაფოდ. არც სხვა რომელიმე ქართულ გუნდში. არის ესეთი ნათქვამი, რომ 1 ნაბიჯს უკან დგამ, რათა 5 წინ გადადგა. ზუსტად ეგ იქნება ერთადერთი მიზეზი და მიზანი ბათუმში ჩამოსვლისა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მაგრად გამოვა და კიდევ 10 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს”, – განაცხადა კახამ.
კვარასთან ერთად “დინამოში”, დიდი ალბათობით, ზურიკო დავითაშვილიც ითამაშებს.