კახა ცხადაძე: “პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი რამ შეიცვალა”
დღეს, ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“გუნდების პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. განსხვავებულია გუნდის სათამაშო სქემა. მინდა აღვნიშნო, რომ საშინაო 0:4 იმ მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს.
დღევანდელი შეხვედრა კი ნამდვილად განსხვავებული იქნება. პოლონეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შემსრულებლები ჰყავს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და გადამწყვეტიც სწორედ გუნდურობაა. ფრეზე ან წაგებაზე თამაში არ შეიძლება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა” – განაცხადა ცხადაძემ.