კახა ცხადაძე: “სირცხვილია, ბიჭებო, თავს მიხედეთ”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების შესახებ გადაცემა “ტაიმაუტში” ისაუბრა და საბა კვირკველიას და გია გრიგალავას მიმართა.
“მე მინდა მივმართო კვირკველიას და გრიგალავას. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს მიხედეთ, ბიჭებო, სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა, ეს უპატივცემულობაა ნაკრების და გულშემატკივრების, როცა ესეთი წონით ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოდიან. მითუმეტეს, ეს ჩვენი წამყვანი მოთამაშეები არიან და მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის.
მე პირადად გაცილებით უფრო მეტად მზად ვარ დღეს ნაკრები ჩავიბარო, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მე ამ 5 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, კიდევ უფრო მეტი გამოცდილება დამიგროვდა.
ჩანდა, რომ ნაკრებს გადაწყობა არ შეეძლო. ჩვენ გვყავს მაღალი თავდამსხმელები, კაჭარავა, ლობჯანიძე, ქვილითაია და მათი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეგვეძლო. მხოლოდ ფლანგებიდან ან მხოლოდ ცენტრიდან შეტევა წარმატებას არ მოგვიტანს.”
ის ხალხი, ვინც მართლა გროშებზე ასე საუბრობს, 50 მილიონ დოლარზე ქართული ფეხბურთისთვის, როცა ევროპულ ფეხბურთში 50 მილიონი ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი ღირს, არ ვიცი, რა ვთქვა”, – განაცხადა ცხადაძემ.
ვლადიმერ ვაისმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 5 წლის წინ სწორედ ცხადაძე შეცვალა.