კახი გოგიჩაიშვილი: “ბიჭებმა დავალება შეასრულეს”
“დინამო” – “სპარტაკის” დასრულების შემდეგ შეხვედრის შესახებ კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კახი გოგიჩაიშვილმა და კახა კაჭარავამ გააკეთეს.
კახი გოგიჩაიშვილი (დინამო): “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. “სპარტაკი” კარგი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. თუმცა, დავალება ბოლომდე შეასრულეს, რაც შედეგზეც აისახა. მათი ასპარეზობით. კმაყოფილი ვარ. სპარტაკს “მომავალში” წარმატებებს ვუსურვებ.”
კახა კაჭარავა (სპარტაკ): “დინამომ დამსახურებულად მოგვიგო. მეტოქემ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა. ფეხბურთელები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ თამაშზე, სამუშაო ბებრი გვაქვს. “დინამოს” წინსვლა აშკარაა, მწვრთნელის მუშაობა თვალსაჩინოა. ამ კლუბს წარმატებებს ვუსურვებ”