კახი გოგიჩაიშვილს და მის გუნდს თასის მედლები გადაეცემათ
საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” გადწყვეტილებით კახი გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს 2014-15 წლების დავით ყიფიანის სქართველოს თასის მედლები გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრამდე “დინამო” სწორედ გოგიჩაიშვილის სამწვრთნელო შტაბმა მიიყვანა, შემდეგ კი თბილისელთა მწვრთენლად გია გეგუჩაძე დაინიშნა, რომლის თავაკცობითაც დედაქალაქელებმა ფინალში “სამტრედიას” 5:0 სძლიეს.
კახი გოგიჩაიშვილი “დინამოდან” მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გუნდმა საჩემპიონო შანსები დაკარგა და ლანჩხუთში “გურიას” დამარცხება ვერ შეძლო.