კახი გოგიჩაიშვილი: “წინა მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ”
“დინამო” – “კოლხეთის” დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
კახი გოგიჩაიშვილი (დინამო): “მატჩი საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა. ვიცოდით, რომ მეტოქე დაცვიდან ითამაშებდა და პირველ წუთებში ამ მასირებული დაცვის გარღვევა რთული იყო. მეორე ტაიმში უხეში შეცდომის გამო საკუთარ კარში მივიღეთ გოლი, მაგრამ ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და გამარჯვების მოპოვება შევძელით. მთლიანობაში საინტერესო და დაძაბული თამასი გამოვიდა. ვეცდებით მომავლში ხარისხი გამოვასწოროთ. შეიძლება ითქვას, რომ წინა მატჩის შემდეგ ძალების ბოლომდ აღდგენა ვერ მოვახერხეთ.”
ნუგზარ თვარაძე (კოლხეთი): “ვულოცავ “დინამოს” დღევანდელი თამაში. საკმაოდ რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენი მიზანი მეტოქისთვის სივრცეების მაქსიმალური შემცირება იყო. სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა. მომავალში “დინამოს” წარმატებებს ვუსურვებ. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს ფოთში. “