კახი კახიაშვილის განცხადება

თარიღი: თებერვალი 6, 2020

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებს შეხვდა. სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მთავრობის გვერდზე გიორგი გახარიასა და სპორტსმენების ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა. საზოგადოების ნაწილმა სპორტსმენები გააკრიტიკა, განსაკუთებული აქცენტი კი ლაშა ტალახაძეზე იყო გაკეთებული.

კახი კახიაშვილის განცხადება:

“ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენებს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, რაც მიღებული პრაქტიკაა. ყოველთვის, ნებისმიერი მმართველობის დროს ყველა ქვეყნის მთავრობა სპორტსმენებს ხვდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ქართველი წარმატებული სპორტსმენები პრემიერთან იმყოფებოდნენ ტრადიციულ შეხვედრაზე, სადაც სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მათ შორის იყო ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულმა სპორტსმენთა ფოტომ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კაცობრიობამ სპორტი შექმნა მსოფლიო ერების დასაახლოებლად და ადამიანების გასაერთიანებლად. სპორტი მშვიდობის სიმბოლოა დედამიწაზე. სპორტული ოლიმპიადები, ფესტივალები და ჩემპიონატები მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ საკუთარი ძალების და ნიჭიერების წარმოსაჩენად მშვიდობიანი ფორმით. ნებისმიერი სახელმწიფო და ქვეყნის ლიდერი პატივს მიაგებს საკუთარ გამოჩენილ სპორტსმენს თუ ადამიანს, რომელიც სამშობლოს სახელს მსოფლიო ასპარეზზე გაიტანს. საქართველოს წარმატებულ ჩემპიონებთან პრემიერის შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ მათ საქმიანობას სახელმწიფო აღიარებს. ამიტომ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ, ნუ აქცევენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, პლანეტის უძლიერეს ძალოსანს პოლიტიკური თამაშების სამიზნედ.

დიდი მადლობა ჩვენი ძალოსნების გულშემატკივრებს, თქვენი მხარდაჭერა უდიდესი სტიმული და მოტივაციაა მომავალი გამარჯვებებისთვის, რომელსაც მალე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვიზეიმებთ.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ახალი ავტომობილი (ფოტო)

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ახალი ავტომობილი შეიძინა. 26 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა