კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

თარიღი: ნოემბერი 17, 2020

კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, ძალოსნობის ფედერაციის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მე და ჩემმა გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში შევძელით ის, რომ სტაბილურად საუკეთესოები ვიყავით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლებში, საქართველოში არაერთხელ დაგვასახელეს საუკეთესო ფედერაციად. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელის, სპორტსმენის თუ ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაშიც არაერთხელ დაგვიმსახურებია საუკეთესოს სახელი ქალთა და კაცთა შორის. ლაშა ტალახაძეს კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.

გავხსენით ბევრი ახალი დარბაზი და მოვაწყეთ ინფრასტრუქტურა. ჩვენს ძალოსნებს შევუქმენით სრულყოფილი სავარჯიშო პირობები. შიდა ჩემპიონატებზე დავნერგეთ საშეჯიბრო ათვლითი სისტემა.

ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა საერთაშორისო შეჯიბრებებს, რამაც მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციებში საუკეთესო ორგანიზატორის სახელი დაგვიმკვიდრა.

ბევრი სიახლე დაინერგა, თუმცა ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი. და მაინც, ჩვენი ძირითადი მიღწევა არის პროფესიონალიზმი, დისციპლინა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული. სწორედ ამან მიგვიყვანა წარმატებამდე.

თითოეული წარმატების უკან დგას გუნდი, რომელიც ძალოსნობას ჩემთან ერთად წლების განმავლობაში ემსახურებოდა.
მინდა მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მადლობა მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მსაჯებს, ექიმებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რეგიონალურ სპორტულ ორგანიზაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენს კურატორებს, ძალოსნობის მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციას. მადლობა სპორტულ ჟურნალისტებს, ფანკლუბს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წინსვლაში. მადლობა მათ ვინც გვაკრიტიკებდა, ამან ჩვენ გაგვაძლიერა. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

მადლობა სპონსორებს რომპეტროლსა და საქართველოს რკინიგზას.

მე მჯერა საქართველოს ძალოსნობის მომავლის. მას აქვს დიდი პერსპექტივა, მოდის ახალი, ძლიერი თაობა იმ ბაზებზე, რომელიც შევქმენით ამ 5 წელიწადში.

მიზანი ბევრია, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახალი გამარჯვებების მოლოდინი.
მე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი დღეს წესდების თანახმად ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

ფედერაციას ვუსურვებ მალე აირჩიოს შესაბამისი, ღირსეული ხელმძღვანელი. თუ ძალოსნობის საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ რომ გავაგრძელო ხელმძღვანელობა, მზად ვარ ხელახლა წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა.

წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – ვკითხულობთ კახიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რა მოხდა მაშინ, როცა ტოჩინოშინი 60 კილოგრამიან მეტოქეს შეხვდა (ვიდეო)

ქართველის სუმოტორი, ტოჩინოშინი ერთ-ერთ იაპონურ სერიალში გადაიღეს. მწვრთნელი რაგბის გუნდს სავარჯიშოდ სუმოტორების კლუბში წაიყვანს. თავდაპირველად, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან დოლიძე: “ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გავეხარებინეთ”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა. დოლიძე ამბობს, რომ ასეთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაისურაძემ რუსი მეტოქე ბოლო წამებში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

10 ნოემბერს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე აწონვებამდე და აწონვების შემდეგ – როგორ გამოიყურებოდა ქართველი მებრძოლი

7 ნოემბერს, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-5 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ ჯეიმი სიმონსს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯერემი სტეფენსი გიგა ჭიკაძის გამოწვევას დათანხმდა

8 ნოემბერს გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეხუთე ბრძოლა გამართა. 31 წლის ქართველი ამერიკელ ჯეიმი სიმონსს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა