კაკუბავა:”ასეთი უიღბლობით მთლიანად გუნდია შოკირებული”
გუშინ გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში “ჩიხურა” მოლდოვურ “ზიმბრუს” დაუპირისპირდა. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული წარმატებისა, მეორე მატჩში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, იმერლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 2:3 და გათამაშებას გამოეთიშნენ.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” მოთამაშეს, ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“გულდასაწყვეტია, როცა ისეთ თამაშს აგებ, რომელშიც ორჯერ იგებდი. მთლიანად გუნდი შოკირებულია ასეთი უიღბლობით. ქართველ გულშემატკივარს მობეზრდა ეს თავის მართლება, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა სასურველი შედეგის მიღწევისთვის, მაგრამ… “
“წინ ჩემპიონატი გველის და იმედია, მალე დავივიწყებთ ამ თამაშს. უნდა გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც არანაკლებ დაძაბული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ და, შესაბამისად, არანაკლები მონდომება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის და, ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადებულად იბრძოლეს,” – განაცხადა “ჩიხურას” მცველმა.