კალაძე, ბუფონი, ლამპარდი – ფეხბურთელები, რომლებიც პირლოს გაცილების მატჩში ითამაშებენ
ანდრეა პირლოს გაცილების მატჩამდე თვეზე ნაკლები რჩება. 21 მაისს, “სან სიროზე” პირლოს ყოფილი თანაგუნდელები ითამაშებენ, ვეტერანი ნახევარმცველი კი გულშემატკივრებს დაემშვიდობება.
იტალიურ პრესაში იმ ფეხბურთელთა გვარები გაჟღერდა, რომლებიც ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. მათ შორისაა “მილანის” ყოფილი მცველი და ამჟამად თბილისის მერი, კახა კალაძე. დიდი შანსია, არსებული სია შეიცვალოს და შემადგენლობას რამდენიმე მოთამაშე დაემატოს ან მოაკლდეს.
მეკარეები: აბიატი, ბუფონი, დიდა, სტორარი;
ნახევარმცველები: ადანი, ბარძალი, ბონერა, ბონუჩი, ფაბიო კანავარო, კაფუ, კიელინი, კოსტაკურტა, ფავალი, ფერარა, გროსო, იანკულოვსკი, კალაძე, ლიხტშტაინერი, მალდინი, მატერაცი, ნესტა, ოდო, სერჟინიო, სიმიჩი, ძამბროტალ
ნახევარმცველები: ალბერტინი, ამბროზინი, ბარონიო, ბროკი, დიამანტი, დიანა, ლამპარდი, ლეონარდო, მარკიზიო, პეპე, რუი კოშტა, ზეედორფი, ვერატი, კამორანეზი, დე როსი, გატუზო, პეროტა;
თავდამსხმელები: დელ პიერო, ჯილარდინო, ინძაგი, ტონი, ტოტი.