კალაძე დღეს ფეხბურთს დაუბრუნდება
დღეს, ყაზახეთში საფეხბურთო კლუბ “ქაირათის” 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “ქაირათი” და “მსოფლიოს ნარკრები” წარსდგებიან.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, წარსულში კი წარმატებული ფეხბურთელი კახი კალაძე ესტუმრება. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი “მსოფლიოს ნაკრების” ღირსებას დაიცავს.
კალაძის გარდა ყაზახეთს უამრავი ცნობილი მოთამაშე ესტუმრება:
მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი.
მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი.
ნახევარმცველები: სერჟინიო, ლუიშ ფიგუ, რივალდო, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი.
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.