კალაძემ და კობიაშვილმა ვაკეში ფეხბურთი გაიხსენეს (ვიდეო)
გუშინ ფეხბურთის ფედერაციამ ვაკეში ახალი საფეხბურთო ცენტრი გახსნა, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელები – მათ შორის, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.
კალამ და კობიმ გახსნის წინ ფეხბურთი გაიხსენეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ეკატერინე ჯოჯუამ გამოაქვეყნა.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.
ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.
საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.