კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიაში ბოლო ვარჯიში გამართა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ხორვატიაში ჩავა, სლოვენიურ დაბა პოდჩეტრტეკიდან 70 კილომეტრს ავტობუსით დაფარავს, პირდაპირ „ზაგრებ არენას“ მიაშურებს სავარჯიშოდ და შემდეგ სასტუმრო „პანორამაში“ დაბინავდება.
ზაგრებში გამგზავრებამდე ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა. კოკოშკოვის გუნდმა ძირითადად კომბინაციების დამუშავებაში ჩაიარა. თუ რა სიახლეს შემოგვთავაზებს კოკოშკოვი ამ კუთხით, ამას ევროპის ჩემპიონატი გვიჩვენებს.
მთავარია, რო ნაკრების ყველა წევრი მწყობრშია. უმნიშვნელო ტკივილმა შეაწუხა ლევან ფაცაცია, რომელმაც დღეს ვერ ივარჯიშა, მაგრამ ხვალისთვის მწყობრში იქნება.
სრული დატვირთვით ვარჯიშობს თორნიკე შენგელიამ, რომელსაც მოსამზადებელი პერიოდის უმეტესობა ტრავმის გამო გაუცდა.
თორნიკე შენგელია:
_ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ. თითქმის ერთი თვე არც ინდივიდუალურად და არც გუნდთან ერთად არ მივარჯიშია. თუმცა, ყოველდღიურად ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე და გუნდს შევეწყო. ამისათვის ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელები, ექიმები ყველაფერს აკეთებენ და მეხმარებიან. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში ფორმაში შევალ.