კალათბურთის „ა“ ლიგის კენჭისყრის შედეგები
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროში საკალათბურთო „ა“ ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა შედგა.
ცნობისთვის, შესარჩევ ეტაპში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს, რომელიც სამ ჯგუფად განაწილდა. თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ გავა, ხოლო მესამეადგილოსნები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი პლეიოფის დარჩენილ ორ საგზურს გაითამაშებენ.
სათქმელია ისიც, რომ მეოთხედფინალში გამარჯვებული ოთხი გუნდი „ა“ ლიგის საგზუს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ორი ადგილისთვის დამარცხებული გუნდები დამატებით საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.
მაშ ასე, გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:
A ჯგუფი: „წყალტუბო“, თსუ, „არენა 76“, GABL-ი
B ჯგუფი: „მარნეული“, „კრისტალი“, „კაქტუსი“, „აკადემია“
C ჯგუფი: „ნიკეა“, „სეუ ჰიუნდაი“, გორის „დილა“
შეხვედრები ცხრა მარტს დაიწყება.