კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსს ეროვნული ნაკრები კიდევ 2 წლით ჩააბარა

თარიღი: ოქტომბერი 12, 2017

ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.

დღეს ილიას ზუროსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერთასის გათამაშებას დაესწრო, ხოლო მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

– მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

– მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას – მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

– არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

– საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ… შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემც ოპერაცია გაიკეთა, როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

– დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ… ახლა, საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელბი საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს “ბრუკლინ ნეტსში” ვიხილავთ

გავლენიანი უცხოური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ფორვარდის, კევინ დურანტის, “ბრუკლინ ნეტსში” გად...
წაკითხვა
კალათბურთი

NBA-ის სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპო გახდა! (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ აშშ-ში NBA-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ის რეგულარული [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ პრიტჩარდი: “ბითაძე ყველაზე ჩამოყალიბებული მოთამაშეა მათ შორის, ვინც დრაფტზე ამ

“ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბითაძე NBA-ის [&helli...
წაკითხვა