<

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან

თარიღი: ოქტომბერი 5, 2013

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა ქართულ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრები დღეს დაიწყეს. 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, გამგეობამ პირველი შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან დაგეგმა, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

საკალათბურთო საზოგადოებასთან აღნიშნული შეხვედრები ემსახურება იმ ოპტიმალური წესდების შემუშავებას, რომლითაც ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. გამგეობის წევრები აპირებენ საკალათბურთო სამყაროს ყველა სრულფასოვან წევრს შეხვდნენ და ახალი წესდება მათთან შეთანხმებითა და ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ.

ფედერაციის გამგეობასთან შეხვედრაზე არაერთი სახელგანთქმული ვეტერანი მოვიდა. იყვნენ როგორც ძველი, ასევე შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მწვავე პოლიმიკა გაიმართა რამდენიმე საკითხზე, რომელთაგან ყველაზე აქტუალური ის გახლდათ, თუ როგორ უნდა დადგინდეს არჩევნებში ხმის მქონეთა  ვინაობა და რაოდენობა. ვეტერანებისგან აშკარად შეინიშნებოდა სურვილი, რომ მათი მონაწილეობა მომავალ არჩევნებში უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.

ვეტერანთა დახმარების ფონდს, სადაც ვეტერანთა აბსოლუტური უმრავლესობაა გაწევრიანებული, მოქმედი წესდებით არჩევნებში 1 ხმა აქვს – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას. ვეტერანებმა სურვილი გამოთქვეს, რომ არჩევნებზე მათ წარმომადგენელ ორგანიზაციას  რამდენიმე ხმა მიენიჭოს.

ვეტერანებმა ასევე შეაფასეს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და მათი აზრი ერთსულოვანი იყო – იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ნაკრებმა სლოვენიაში მაღალ დონეზე ითამაშა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა