კალათბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა სპორტის სამინისტროში
დღეს, საქართველოს სპორტის სამინისტროში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა შედგა. სამწუხაროდ, ყრილობა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული აღმოჩნდა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიღებაც მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ყრილობის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იდგა:
- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება
- ფედერაციის მიერ საანგარიშ პერიოდში ჩატარებული მუშაობის ანგარიში
- საქართველოში კალათბურთის განვითარების პროექტის შინაარსის გაცნობა
- სხვადასხვა
ყრილობის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ დელეგატებმა ყველა საკითხის განხილვის შემდეგ მათი დამტკიცების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. წესდებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რაზეც კალთბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ Fanebi.com-თან ისაუბრა.
მიხეილ გაბრიჩიძე: „ვულოცავ მთელს საკალათბურთო სამყაროს ახალი დებულების მიღებას. ჩვენი წესდების ახალი რედაქცია არის კალაბურთის ფედერაციის, ფიბას და სპორტის სამინისტროს საერთო მუშაობის შედეგი.
გასათვალისინებელია, რომ ამიერიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ იურიდიულ პირებს ექნებათ. პრეზიდენტი კი მხოლოდ მხოლოდ ორი ვადით აირჩევა. აქამდე ეს განუსაზღვრელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ყრილობაზე მაქსიმალურად არის განსაზღვრული ქალთა კალათბურთის წარმომადგენლობა. რაც მთავარია, კალათბურთის ფედერაციის ყველა ხარჯი ამიერიდან გამჭვირვალე იქნება.“
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები