კალდერონი: “რეალისთვის” აზარში 100 მილიონის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა talkSPORT-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ედენ აზარის ტრანსფერში ბოლო სიტყვა არა “ჩელსის”, არამედ თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.
“ჩელსი” ის კლუბი არ არის, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვა სჩვევია. ასე რომ, ეს რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი მაინც ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული.
თუ მას წასვლა უნდა, ის ამას გააკეთებს – სწორედ ეს არის მთავარი. ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული
“ჩელსი” მის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს, ეს ნათელია. თუმცა, “რეალს” 100 მილიონის გადახდა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს,” – აცხადებს კალდერონი.