კალინიჩი “ჩელსიში”?
27 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა ინგლისელთა ყურადღება მიიპყრო.
იტალიური პრესის თანახმად, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა “ფიორენტინას” თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩის გადაბირებას ეცდება.
როგორც ცნობილია, ხორვატ ფორვარდს თვალი პირადად “არისტოკრატთა” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ დაადგა.
მოსალოდნელია, რომ ლონდონელთა შემადგენლობაში კალინიჩი რადამელ ფალკაოს შეცვლის. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი თავდამსხმელი “ჩელსიში” იჯარის წესით იმყოფება და სათამაშო დრო ფაქტიურად საერთოდ არ ეძლევა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში კალინიჩს ანგარიშზე ფლორენციელთა მაისურით ჩატარებული 19 მატჩი, 13 გატანილი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემაა.