კამავინგამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“რენის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ, პრესასთან საუბრისას საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ რამდენიმე აქტუალურ კითხვას უპასუხა.
კამავინგამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ აგენტი გამოიცვალა, რამაც პრესაში სპეკულაციები გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ კამავინგას აქტიურად აკვირდებიან “რეალის” ხელმძღვანელები.
“აგენტის გამოცვლა? ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე და ამაზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. სიტუაცია ძალიან მარტივია – მე ჩემი მშობლების მწამს და მჯერა, რომ ჩემთვის საუკეთესო უნდათ.
ვაპირებ კონტრაქტის გახანგრძლივებას? დიახ. მინდა ეს? დიახ. რაიმე მაყოვნებს? არ ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ამაზე საუბარი გსურთ, მამაჩემს გაესაუბრეთ… თქვენ, ჟურნალისტები, ამბობთ, რომ მე წასვლა მინდა. სინამდვილეში კი 100 პროცენტით კლუბზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს კამავინგა.