კანი: “ბაიერნს” “რეალის” დამარცხება სათადარიგო მეკარითაც შეუძლია”
მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეროთხედფინალურ ეტაპზე მანუელ ნოიერის ტრავმის მიუხედავად, გერმანულ გუნდს მადრიდის “რეალის” ბარიერის ძლევა შეუძლია.
“ბაიერნს” სვენ ულრაიხის სახით გამოცდილი მეკარე ჰყავს, რომელიც ნებისმიერ დროს არის მზად სათამაშოდ. კარიერის განმავლობაში არაერთხელ მინახავს, როგორ თამაშობენ სათადარიგო მეკარეები ერთ ან ორ მატჩს უმაღლეს დონეზე.
“ბაიერნს” ულრაიხთან ერთად “რეალის” დამარცხება შეუძლია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მანუელ ნოიერის დანაკლისის შევსება შეუძლებელია”, – ციტირებს კანის სიტყვებს “ბილდი”.
“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ “რეალთან” გასამართი მატჩისთვის მანუელ ნოიერი და თომას მიულერი მზად იქნებიან. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა “ალიანც არენაზე”, 12 აპრილს ჩატარდება.