კანისარესი: “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეიესი არ იმსახურებს გმირულ პატივისგებას”
2 ივნისს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ხოსე ანტონიო რეიესი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 35 წლის ასაკში გარდაცვლილი რეიესი საჯაროდ გაკიცხა ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ სანტიაგო კანისარესმა.
Circular con exceso de velocidad es una actitud reprochable
En el accidente ha habido víctimas además del conductor
Reyes no merece un homenaje como si fuera un héroe
Pero eso no quita que lamente lo ocurrido y que rece por sus almas
Lo intolerable lo encuentro en quien se alegra— SANTIAGO CAÑIZARES 💯 (@santicanizares) June 1, 2019
მადრიდის “რეალისა” და “ვალენსიას” ყოფილი მეკარის განცხადებაში ვკითხულობთ: “მანქანის ასეთი მაღალი სიჩქარით მართვა (237 კმ./სთ.) ნამდვილად დასაძრახი საქციელია. თანაც ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის გარდა მგზავრებიც შეეწირნენ.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და მისთვის ვლოცულობ კიდეც, თუმცა გმირულ პატივისგებას არ იმსახურებს,” – ვკითხულობთ კანისარესის პირველ განცხადებაში, რომელსაც დამატებით რამდენიმე გზავნვილი მოყვა.
“შესაძლოა, ჩემი სათქმელი ზუსტად ვერ გადმოვეცი. რა თქმა უნდა, რეიესი იმსახურებს ჩვენ პატივისცემას და ყველას უნდა ახსოვდეს ის თავისი კარიერისა და ფეხბურთისთვის გაკეთებული საქმისათვის.
ბოლო დროს ბევრი მოსაზრება გავაანალიზე და მათ პატივს ვცემ, განსაკუთრებით კი მათსას, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ხალხი დაფიქრდეს თავიანთ შეცდომებზე და ერთგვარი პრევენციისკენ მოვუწოდებ მათ,” – დაამატა კანისარესმა.
Quizás no me expliqué bien.
Claro que merece un homenaje y un gran recuerdo por su carrera y su aportación al fútbol.— SANTIAGO CAÑIZARES 💯 (@santicanizares) June 2, 2019