კანკავა და კვეკვესკირი “ტობოლს” დატოვებენ

თარიღი: სექტემბერი 23, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვის შეუცვლელი წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ყაზახურ “ტობოლს” დატოვებენ.

“ტობოლს” პანდემიის შემდეგ ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდის ლეგიონერები განსაკუთრებით მაღალ ხელფასს იღებენ, რისი გადახდა აღარ შეუძლიათ.

34 წლის კანკავა უეფას ერთა ლიგის ბოლო მატჩში, ჩრდ.მაკედონიასთან საუკეთესოდ დასახელდა და ტურის სიმბოლურში მოხვდა.

28 წლის კვეკვესკირს მხოლოდ ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში უთამაშია. დროა, შანსი ცენტრალურ ევროპაშიც სცადოს.

მსგავსი სიახლეები