კანტონა: “ერთადერთი არ ვარ, ვისაც ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს”

თარიღი: ნოემბერი 14, 2017

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯგუფურ ეტაპზევე მოიპოვა. დიდიე დეშამის გუნდი აპირებს დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენოს და მუნდიალს ნაკრები ოპტიმალურ მდგომარეობაში შეხვდეს.

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ერიკ კანტონამ ჟურნალისტებთან მადრიდის “რეალის” შემტევზე, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა: “რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ საფრანგეთის ნაკრებში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები ვიხილოთ. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კარიმი ბენზემაა. ერთადერთი არ ვარ, ვისაც ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს”, – აცხადებს ერიკ კანტონა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა ცხრიანი ეროვნული ნაკრებიდან მას შემდეგ მოიკვეთა, რაც მას და თანაგუნდელ მატიე ვალბუენას შანტაჟში ბრალი დასდეს.

მსგავსი სიახლეები